საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები “ახალი წლის დღეები საქართველოში", ქვეყნის 63 ქალაქში დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა მუნიციპალიტეტში ეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ოზურგეთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ასანთებად სამზადისი მიმდინარეობს.