თოვლის ბაბუა მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობისთვის ემზადება. როგორც ამბობს, მან მთელი მსოფლიოდან უამრავი წერილი მიიღო და ახლა კი მისი დრო დგება. გამგზავრებამდე კი როვანიემში ბავშვებსა და უფროსებს შეხვდა. მათთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წელი მშვიდობის მომტანი იქნება.