2022 წლის ბოლო დღეების ათვლა დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით უკვე საზეიმო განწყობაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები “ახალი წლის დღეები საქართველოში", ქვეყნის 63 ქალაქში დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები.
საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისში. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, ასევე გამოფენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები და საჩუქრები.