საქართველოს რაგბის კავშირმა ისტორიული გამარჯვებების წელი მორიგ საანგარიშო ყრილობაზე შეაჯამა.
2022 წელი ქართული რაგბის ისტორიაში, 6 ერის ნაკრებებზე უელსსა და იტალიაზე გამარჯვების წლად შევა, რაც საქართველოს რაგბის კავშირისა და ახალი ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგია.
წელსვე, რაგბის კავშირის საქმიანობა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა საქართველოში ერთ-კვირიანი ვიზიტის ფარგლებში შეისწავლა და 10 ქულიან შკალაზე მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა.