ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, პრემიერა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ოპერა ”ტოსკა”, რომელიც მაყურებელს ახალი სცენური იერ-სახით წარედგინა. ”ტოსკა” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ოპერაზე შემოქმედებითმა ჯგუფმა რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით და რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით იმუშავა.