ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე კომპანია ”თელასში" ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ ”თელასის” ცენტრალური სადისპეტჩერო დაათვალიერა, რომლის მოდირნიზება მიმდინარეობს იმისთვის, რომ მართვა სრულყოფილი გახდეს. ახალი სისტემის დანერგვა 2024 წლისთვის დასრულდება.