27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ახალი წლის დღეები - 13 იანვრის ჩათვლით დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მისულ მოქალაქეებს საშობაო ბაზრობა დახვდებათ

თბილისში ახალი წლის დღეების აღნიშვნა დაიწყო. დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მისულ მოქალაქეებს საახალწლო ინსტალაციები და საშობაო ბაზრობა დახვდებათ.

ორი კვირის განმავლობაში ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღში სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ცოტა ხნის წინ კი თბილისის ცენტრში კონცერტი დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა თაობის ცნობილმა მომღერლებმა მიიღეს.

თბილისში, საახალწლო სოფლის გახსნას დედაქალაქის მერი ესწრებოდა. კახა კალაძემ საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. 

დღის ამბები