27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
როგორ აღმოჩნდა ზურაბ ჟვანიას იარაღი ძმები კაკულიების ხელში - გარდაცვლილი პრემიერის სახელზე რეგისტრირებულ პისტოლეტს ლუქი პირველად დღეს სასამართლო სხდომაზე ახსნეს

გარდაცვლილი პრემიერის სახელზე რეგისტრირებულ პისტოლეტს ლუქი პირველად დღეს სასამართლო სხდომაზე ახსნეს. "ზიგ ზაუერის" ფირმის იარაღი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ძმები კაკულიების საქმეში. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ პისტოლეტის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების გამო დააკავეს პოლიციელებმა დავით და გურამ კაკულიები. დღევანდელ სასამართლოზე ბრალდებამ ძმებს ის ჩაფხუტებიც მოარგო, რომლებითაც გამოძიების ინფორმაციით, ისინი არაყიშვილის ქუჩიდან მზიურის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

ამ ეტაპზე პროკურატურა ძმებ კაკულიებს მხოლოდ სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება, თუმცა გამოძიება მტკიცებულებების გამოკვლევას კვლავ აგრძელებს. დაცვის მხარე კი კატეგორიულად უარყოფს რომ ზურაბ ჟვანიას კუთვნილი პისტოლეტი ძმების დაკავების დროს ამოიღეს და ამტკიცებს, რომ იარაღი ყოფილი პრემიერის გარდაცვალების დღიდან იყო დაკარგული. გამოძიებისთვის ახლა მთავარ კითხვად რჩება - საიდან აღმოჩნდა ჟვანიას იარაღი ძმები კაკულიების ხელში.

მტკიცებულებების გამოკვლევის ფარგლებში პროკურატურამ სხდომაზე ზურგჩანთა, ჩხრეკისას ამოღებული ვაზნები და ცეცხლსასროლი იარაღები წარადგინა.

გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია ნინო ჟვანიამ. ქართველმა სამართალდამცველებმა, უცხოელ კოლეგებსაც მიმართეს რომ სასწავლებლად წასული ბესარიონ ჟვანია გამოიკითხოს.

ნივთმტკიცებულებების გამოკვლევამდე, სასამართლო სამ მოწმეს კითხავდა. მათ შორის იყო საქმის გამომძიებელი, რომელმაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები დაადასტურა. კითხვები ძირითადად ამოცნობის პროცედურებს ეხებოდა.

დათო და გურამ კაკულიები სამართალდამცველებმა 30 მაისს ორთაჭალაში დააკავეს . ძმები ბრალდებულები არიან განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებაში.

 

დღის ამბები