ცხენისა და ვირის ხორცი, რომელიც შესაძლოა თქვენს საახალწლო სუფრაზე აღმოჩენილიყო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამოიღო. თუმცა არ არის გამორიცხული საქონლის ხორცად გასაღებული პროდუქტი თბილისის კიდევ რამდენიმე ბაზრობის დახლებზე იყოს გასაყიდად გამოტანილი.
მორიგი სასაკლაო, სადაც ვირებს და ცხენებს კლავდნენ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში აღმოაჩინეს.
ბახუზანოვების სახლის ეზოში "კურიერის" კამერამ დღეს დასაკლავად განწირული ცხენებიც დააფიქსირა, ყველა მათგანის ხორცი გლდანის აგრარულ ბაზარზე უნდა მოხვედრილიყო, სწორედ იმ მაღაზიაში, რომელიც ძმებს ეკუთვნით.
მას შემდეგ, რაც სპეციალურმა სამსახურმა არალეგალური სასაკლაო დალუქა, ოჯახმა იმის მტკიცება დაიწყო, რომ ცხენისა და ვირის ხორცს ზოოპარკს აწვდიდნენ, თუმცა ამ ვერსიის გამოძიებას არ სჯერა.
ახლა გოგა და გიორგი ბახუზანოვებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.