27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
46 წლის მამაკაცი თბილისში მაშინ მოკლეს, როცა ველოსიპედით გადაადგილდებოდა - რას ჰყვებიან მოკლულის ახლობლები "კურიერთან"

მკვლელობა თბილისში - 50 წლამდე მამაკაცი თბილისში, ჯავის ქუჩაზე მოკლეს. თავდამსხმელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ტყვია იმ დროს ესროლა, როცა ქუჩაში ველოსიპედით გადაადგილდებოდა. თვითმხილველები "კურიერთან" ყვებიან, რომ შემთხვევის შემდეგ მკვლელი მუნიციპალურ ავტობუსში ავიდა და ადგილიდან მიიმალა.

მოკლული მამაკაცი 46 წლის ბონდო კისიევია. გავრცელებული ინფორმაციით, ის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, ისევე როგორც სავარაუდო თავდამსხმელი. მათ შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ახლობლები ამბობენ, რომ მკვლელი სამიზნეს სახლთან წინასწარ უთვალთვალებდა.

თავდასხმის შემდეგ ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ბონდო კისიევის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, ამაზე ახლობლები ღიად არ საუბრობენ, თუმცა არ მალავენ, რომ კისიევი წარსულში სხვადასხვა კონფლიქტში იყო ჩართული.

ჯავის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ უკვე გამოკითხა თვითმხილველები და საქმესთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

დღის ამბები