ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი კოლეგები ავრცელებენ.
გიორგი ტურაზაშვილი წარმოადგენდა დაცვის მხარეს არაერთ გახმაურებულ საქმეში, მაგალითად როგორიც არის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, სადაც ბრალდებულ გიორგი კავილაძის ინტერესებს იცავდა.
ის 2006 წლიდან იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სადაც წლების განმავობაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, 2021 წლის 11 დეკემბერს კი ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ გიორგი ტურაზაშვილი ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩია.