27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მსჯავრდებული გუშინდელი სასამართლო პროცესით კმაყოფილია, თუმცა სურს სასამართლო პროცესები ყოველდღიურად ჩატარდეს

მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი - ამის დასადგენად კლინიკა "ვივამედში" გამომძიებელი დღის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიდა, თუმცა თმის ღერისა და ფრჩხილის ნიმუშები ექსპრეზიდენტს ვერც ამჯერად აუღო. მიზეზი ადვოკატის მოუცლელობაა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებას უნდა დასწრებოდა, სწორედ ამიტომ ვიზიტი გადაიდო.

შვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, გიული ალასანია ამ დრომდე ელის. მისი თქმით, გუშინდელი სასამართლო პროცესით მსჯავრდებულიც კმაყოფილია, თუმცა სურს სასამართლო პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს. დაცვის მხარემ შესაბამისი განცხადებით სასამართლოს უკვე მიმართა. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ დღითიდღე უარესდება, ეს მიხეილ სააკაშვილის დედის მთავარი სათქმელი იყო დღესაც. "ვივამედში" მყოფი სააკაშვილი, უკრაინის კონსულმაც მოინახულა, თუმცა კლინიკა უკომენტაროდ დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემთხვევით რომ არ ჩამოსულა - ამაზე "ხალხის ძალის"" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ამერიკულ სპეცოპერაციად აფასებენ ექსპრეზიდენტის ჩამოყვანასაც და ახლა მის გასათავისუფლებლად ბრძოლასაც.

მმართველ გუნდში პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ვერც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებას ხედავენ. საუბრობენ ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან სიმულაცებზე. არ უკვირთ არც გიორგი მარგველაშვილის წერილი და ამბობენ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების გზავნილია.

სააკშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, მისი თანაპარტიელები პარლამენტში შიმშილობას განაგრძობენ. პროტესტის მეცხრე დღეს, დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ანა წითლიძე და თემურ ჯანაშია კი საკანონმდებლო ორგანოში რჩებიან.

დღის ამბები