2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა სროლის შედეგად საფრანგეთში. დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ცნობილია, 69 წლის მამაკაცმა ქურთულ კულტურულ ცენტრთან ადამიანების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა.
თვითმხილველების ცნობით, ეჭვმიტანილმა 8 გასროლა განახორციელა. ამ დროიისთვის ეჭვმიტანილი დაკავებულია, ამოღებულია იარაღი. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ძალადობის მუხლით დაიწყო. უცნობია რა გახდა მკვვლელობის მიზეზი.