ჯავის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს, თვითმხილველები აცხადებენ, რომ 50 წლის მამაკაცი ბონდო კისიევი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასთან სავარაუდოდ მისი ნაცნობი მივიდა, გვერდით, სააკაძის ქუჩის მიმართულებით გაიყვანა და მისი მისამართით 2-ჯერ გაისროლა. მამაკაცი მიღებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაასვენეს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მოკლული და მკვლელიც წარსულში ნასამართლევია.
მკვლელობა სავარაუდოდ პირად კონფლიქტს უკავშირდება.
ასევე "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, რომელიც ჯერ დადასტურებული არ არის, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი უკვე იდენტიფიცირებულია.