პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ საკრებულოს წევრმა ნინო წულაძემ, საკრებულოში პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ინიციატივა დაარეგისტრირა. საკრებულოს წევრი თბილისში საჯარო სივრცეებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების განსაზღვრას ითხოვს, სადაც პიროტექნიკის გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში აიკრძალება.
როგორც წულაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, პიროტექნიკის არასწორი გამოყენება ხშირად დამწვრობითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით სრულდება, რისი მაგალითიც გასული წლების სტატისტიკამ არაერთხელ გვაჩვენა.