აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან გასულ წელს გამოშვებული, ძვირადღირებული სამკურნალო პრეპარატის "ვოზორიტიდის" დაფინანსებას ითხოვენ.
როგორც თავად ამბობენ, დაპირება მიღებული ჰქონდათ, თუმცა 2023 წლის ბიუჯეტში მედიკამენტი გათვალისიწნებული არ არის. მათი ინფორმაციით, ჩვილი ბავშვისთვის წლის განმავლობაში მედიკამენტის ღირებულება 200 ათას დოლარს შეადგენს.
თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მშობლები პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებას აანონსებენ.