27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ადვოკატთა ასოციაციის წევრები უკნონო მიყურადების საკითხზე, საქმის მასალების გაცნობას ითხოვენ

ადვოკატთა ასოციაციის წევრები უკნონო მიყურადების საკითხზე, საქმის მასალების გაცნობას ითხოვენ. მიხეილ რამიშვილი, გიორგი ფანცულაია და მაია ზოიძე დაზარალებულად ჯერ კიდევ 18 ოქტომბერს ცნეს, თუმცა მათი თქმით, მათ ამ დრომდე პროკურატურისგან არ აქვთ უფლება დეტალურად გაეცნონ მასალებს. 

ადვოკატის პროფესიული უფლებების კომიტეტმა საკითხი შეისწავლა, მათ შორის, პროკურორის დადგენილება და თვლის, რომ ადგილი აქვს ადვოკატების პროფესიული და კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შელახვის ფაქტს.

"ყველა ჩვენთაგანი მოქალაქეების მოსმენა, თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ვეთანხმები, რომ თუ სურვილი და შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი შეხვედრა მოხდეს და გაეცეს იმ კითხვებს პასუხი თუ რას ემსახურება ასეთი ფორმალური გამოძიება და რატომ არის ეს ყველაფერი ასეთი სისტემური ხასიათის, ეს უკეთესი იქნება მათთვისაც და ჩვენს ვიქნებით დაცული.

ის საფუძველი, რის საფუძველზეც ჩვენ მტკიცებულებებთან შემხებლობა არ გვაქვს - ეს არის არაკანონიერი, არაკონსტიტუციური," - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატთა ასოციაცია მიმართავს საქართველოს პროკურატურას განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე, რათა უზრუნველყოფილი იქნას ადვოკატებსა პროფესიული საიდუმლოების ფუნდამენტური პრინციპისა და დაზარალებულის უფლებების ეფექტიანი დაცვა.

"ადვოკატებზე ხორციელდება სამწუხაროდ ძალიან ცუდი მოქმედებები. პირველ რიგში ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი ძალისხმევა იმისათვის, რომ გვცნონ დაზარალებულად და მეორე - არ მიდის რეალური გამოძიება, რომ ეს საქმეები გასცდეს დაზარალებულის სტატუსს. ჩვენ ჩავიხედოთ კონკრეტულ სისხლის-სამართლის საქმეებში, გადმოგვეცეს მასალები თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებს გამოძიება და რამდენად დაინტერესებული არის რეალურად მიეცეს ის ადამიანები პასუხისგებაში," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები