27 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
"დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

"დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ.

ეს თანხა ქვეყნის საბიუჯეტო და ეკონომიკურ მხარდაჭერას მოხმარდება. ასევე ომში მყოფ სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში დანიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა. ანალენა ბერბოკი ასევე მიესალმება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, გადასცეს უკრაინას ანტისარაკეტო სისტემა "პატრიოტი".

"მივესალმები ჩვენი ამერიკელი მეგობრების გადაწყვეტილებას პატრიოტის სისტემასთან დაკავშირებით. ახლა, ჩვენ ერთად გადავხედავთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით. ჩვენი დახმარების მთავარი ნაწილი არის საჰაერო თავდაცვა, რადგან თითოეული რუსული რაკეტა, რომელსაც უკრაინა ანადგურებს, ნიშნავს ოდნავ ნაკლებ ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის,"-აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

დღის ამბები