საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იერუსალიმის მასტერსი ოქროს მედლით დაასრულა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ყველა შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე უნგრელი, აზერბაიჯანელი, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ისრაელის წარმომადგენლები დაამარცხა.
ფინალში კი სულამანიძე ნიდერლანელ სიმეონ კატარინას დაუპირისპირდა და დამატებით დროში შიდოთი აჯობა. საქართველოს ნაკრებმა იერუსალიმის მასტერსი 3 მედლით დაასრულა. სულამანიძის გარდა, მედლები ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს.