27 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
საარჩევნო კოდექსი 96 ხმით დამტკიცებულია- მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ პროექტში, ჯამში 20-მდე ცვლილება შევიდა

საარჩევნო ცვლილება კოდექსში 96 ხმით დამტკიცებულია. ევროკავშირის 12-რეკომენდაციიდან, მეორე პუნქტის შესასრულებლად მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ პროექტში ჯამში 20-მდე ცვლილება შევიდა.

მათგან 13 ახალ საარჩევნო რეფორმაში, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის საფუძველზე აისახა.

ცვლილებების მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში არჩევნები თითქმის სრულად ელექტრონული სისტემით ჩატარდება, ასევე გამკაცრდება კონტროლი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ცვლილებებია გასაჩივრების ვადებშიც.

ამასთან, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ არსებობდა რეკომენდაციები საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლის შესრულების შემთხვევაში ქვეყანაში გაუმჯობესდებოდა საარჩევნო გარემო. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ოპონენტების კრიტიკა წარსულს ჩაბარდება. 

"იყო გარკვეული რეკომენდაციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელი რეკომენდაციების შესრულებაც მიიჩნეოდა, რომ გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს. რა თქმა უნდა, კარგი გადაწყვეტილებაა, მათ შრის თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად დანერგვა საარჩევნო პროცესებში და ა.შ. რაც გამორიცხავს მანიპულაციების შესაძლებლობას.

იმედი მაქვს, ისტორიას ჩაბარდა კრიტიკული შეფასებები მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ავტორიტეტულმა დაწესებულებებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ინიციატივა, რომელიც  წარდგენილია,"-აცადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები