27 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკი და ანჯეი დუდა ერთმანეთს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში შეხვდნენ მაშინ, როდესაც ზელენსკი სამშობლოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბრუნდებოდაა. ზელენსკიმ დუდას უკრაინის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და გაუზიარა სიახლეები, რომლის შესახებაც შტატებში ვიზიტისას შეიტყო.

"ვაშინგტონიდან კარგი შედეგებით ვბრუნდებით, რაც ნამდვილად დაგვეხმარება. როდესაც უკრაინასა და შეერთებულ შტატებში საუბარია ამერიკული "პატრიოტის" სისტემებზე, ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ჩვენი სახელმწიფოს, ასევე ჩვენი ხალხის დაცვაზე. არის ფინანსური მხარდაჭერაც. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს დახმარებისთვის, საერთაშორისო ლიდერობისა და გამარჯვებისკენ სწრაფვისთვის.

უკრაინისკენ გზაზე შევხვდი პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას. მას და თითოეულ პოლონელს მადლობა გადავუხადე უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის დაცვისთვის. მასთან პირისპირ განვიხილე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საკითხი. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ძლიერდება,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები