27 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
აშშ-ს სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა- დოკუმენტი საქართველოსთვის დახმარების სახით 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

შეერთებული შტატების სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტი საქართველოსთვის დახმარების სახით 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

45 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერა გამოიყო უკრაინისთვის, მათ შორის 23 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარებისთვის არის გათვალისწინებული.

დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა. შეერთებული შტატების 2023 წლის ბიუჯეტი 1,7 ტრილიონი დოლარია. პროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, შემდეგ კი მას ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

დღის ამბები