27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
რუსთავში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 2 ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია

რუსთავში, რუსთაველის ქუჩის 11 ნომერში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილების. 

არსებული ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია და შენობის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. შენობის პირველი სართულიდან მოსახლეობა გაყვანილი იყო, ხოლო დაშავებული ორი მოქალაქე კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა.  

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა არის სტაბილური და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ქალაქის მერმა საავადმყოფოში მოინახულა. მისივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სხლის ნგრევას, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე მაშველები მუშაობენ და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

 

 

 

დღის ამბები