რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსს გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდებოდა.
ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
"რუსთავი 2" დეტალებს არკვევს.