მკვლელობა თბილისში - "კურიერის" ინფორმაციით, დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები დანით მეზობელმა მიაყენა.
შემთხვევა პეტრიწის ქუჩაზე მოხდა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დანაშაულს წინ კონფლიქტი უძღოდა. 30 წლამდე კაცს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში.
ოჯახის ახლობლის განცხადებით, გარდაცვლილი პორტუგალიაში ცხოვრობდა და სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.