27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა იოსებ სირაბიძის პატიმრობაში დატოვებას, გამოძიებაზე ხელის შეშლისა და დანაშაულის განმეორების მოტივით ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, შესაძლოა სირაბიძეს აღნიშნული ქმედება გაემეორებინა ან მოწმეებზე მოეხდინა ზემოქმედება.

დაცვის მხარემ სასამართლოზე შუამდგომლობად საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ყოლბაიას განმარტებით სირაბიძე არ არის ნასამართლევი ის აღიარებს ბრალს და ნანობს თავის საქციელს, ამიტომ დააკმაყოფილა დაცვის მხარეს შუამდგომლობა და სირაბიძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

დღის ამბები