ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" თანამშრომელი, ბაქარ ახვლედიანი გარდაიცვალა. გასულ წელს მას დილატაციური კარდიომიოპათიის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ერლომ ახლვლედიანის შვილი, ბაქარ ახვლედიანი "რუსთავი 2-ის"ტექნიკური ჯგუფის თანამშრომელი იყო.
მას დარჩა მეუღლე და ერთი შვილი.
რუსთავი ორი თანაუგრძნობს ბაქარ ახვლედიანის ოჯახს.