27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი კლინიკაში შეუძლოს გახდა და ამ ეტაპზე, სასამართლოში ჩართვაზე უარს აცხადებს

საქართველოს ბრალდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ცუდად გახდა.

როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტთან კლინიკაში მეორე ადვოკატი ილია ლომია იმყოფება, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ექიმების დახმარება დასჭირდა. სხდომა ამ ეტაპისთვის სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

"იქ იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი ილია ლომია, რომელიც ახლახან დამიკავშირდა. თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, ექიმი გამოიძახეს და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე. თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს ჩართვას, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და მან მოისურვოს ჩართვა," - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

დღის ამბები