უკრაინაში ომი უკვე მე-11 თვეა მიმდინარეობს - სარაკეტო სისტემებით დაიბომბა სუმის ოლქში მდებარე სამოქალაქო ობიექტები. ბოლო 24 საათში ოლქში 23 შეტევა მოხდა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსეთის არმიამ დაარტყა დნეპროპეტროვსკის ოლქის მარგანეცის თემსაც. დაზიანებულია შვიდი საცხოვრებელი კორპუსი.
პარალელურად, რუსულ მედიაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ქალაქ დონეცკში რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, "როსკოსმოსის" ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "ტასის" ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ის სასტუმრო დაცხრილეს, სადაც როგოზინის ხელმძღვანელობით სამხედრო მრჩევლები ცხოვრობდნენ.