საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს
ადგილობრივი ყველაზე დიდი ინგლისურენოვანი გამოცემა ეხმიანება.
Arab news "ტვიტერზე" წერს, რომ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების გაღრმავების საკითხები.
ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის თანმხლებ დელეგაციას მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.