27 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ბაიდენი-ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში - აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის გასაძლიერებლად მილიარდ 800 ათასზე მეტი ღირებულების დახმარების შესახებ გამოაცხადა

შეხვედრა თეთრ სახლში - ამერიკის პრეზინდეტმა უკრაინის პირველ პირს უმასპინძლა. ოვალურ კაბინეტში მოლაპარაკებების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯო ბაიდენმა უკრაინის გასაძლიერებლად ახალი მილიარდ 800 ათასზე მეტი ღირებულების დახმარების შესახებ გამოაცხადა. პაკეტი კონკრეტულ სარაკეტო სისტემასაც მოიცავს, რომელიც  ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შტატებში ჩასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელი ხალხისთვის არაერთი დახმარებისთვის პირადად მადლობის გადახდა დაასახელა.

დღის ამბები