უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
მიხეილ თევდორაძე 13 დეკემბერს, ბახმუტთან ბრძოლისას დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
დაღუპულ მებრძოლს მშობლიურ სახლში, წყალტუბოს რაიონის - სოფელ ფარცხანაყანებში გადაასვენებენ.