27 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინელი გმირის ჯილდო გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტს უკრაინის გმირის ჯილდო გადასცა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს და აშშ-ს კონგრესს მხარდაჭერისთვის, ასევე მადლიერება გამოხატა ამერიკელი ხალხის მიმართ.

"დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, რა თქმა უნდა, მადლობა კონგრესს და მადლობა უბრალო ხალხს, ამერიკელებს. მე ამას ნამდვილად ვაფასებ,"-აღნიშნა ზელენკიმ

ამის შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტმა ბაიდენს გმირის ჯილდო გადასცა, რომელიც მისი თქმით, დონბასის რეგიონში მებრძოლი უკრაინის სამხედროების კაპიტანმა გადასცა.

"ერთი ბიჭი, რომელიც მართლაც, ნამდვილად გმირია, ნამდვილი კაპიტანი მთხოვა, გადმომეცა ჯილდო, ეს არის ჯვარი სამხედრო დამსახურებისთვის ", - თქვა ზელენსკიმ. 

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის და თქვა, რომ უკრაინელ კაპიტანს სანაცვლოდ აშშ-ს სარდლობის მონეტას გაუგზავნის.

"დაუმსახურებელია, მაგრამ ძალიან დასაფასებელია, გმადლობთ", - დასძინა ბაიდენმა.

დღის ამბები