27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 1.85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, რომელიც „პეტრიოტის“ თავდაცვით სისტემებსაც მოიცავს

"ეს მილიარდი დოლარი უკრაინას უზრუნველყოფს გაფართოებული საჰაერო თავდაცვისა და ზუსტი დარტყმების შესაძლებლობებით ისევე, როგორც დამატებითი საბრძოლო მასალითა და კრიტიკული აღჭურვილობით, რომელსაც უკრაინა ეფექტურად იყენებს ბრძოლის ველზე,"- ამის შესახებ ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ უკრაინისთვის დამატებით, 850 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების შესახებ განცხადებას, პენტაგონიც გააკეთებს.

"აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, რათა კიევმა შეძლოს თავდაცვის გაგრძელება და მტკიცე პოზიციებით იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც ამის დრო მოვა"- აცხადებს ბლინკენი

 

დღის ამბები