27 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა.  ზელენსკიმ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს.

"დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მხარდაჭერისთვის უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩავიდა. დახვედრის ამსახველ კადრებს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს საჭირო მხარდაჭერისთვის.

ასევე, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად. გავმართავ რიგ მოლაპარაკებებს უკრაინის მედეგობისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. კერძოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას. მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს",- წერს ზელენსკი

დღის ამბები