27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენობის კანდიდატების დასახელების საშუალება და ბოლოს დავიდნენ იქამდე, რომ კლანური პრინციპით შერჩეული სამი კანდიდატის გარდა არავის უჭერენ მხარს - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენობის კანდიდატების დასახელების საშუალება და ბოლოს დავიდნენ სადამდე, რომ კლანური პრინციპით შერჩეული სამი კანდიდატის გარდა არავის მხარს არ უჭერენ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში, განაცხადა.

მისი თქმით, 

"ამხელა პროცესი გამოვიარეთ, რომელიც თვეები გრძელდებოდა - პირველად გამოცხადდა საჯარო კონკურსი ომბუდსმენის შესარჩევად, მხოლოდ ოპოზიციას მივეცით კანდიდატების დასახელების საშუალება და ბოლოს დავიდნენ სადამდე, რომ კლანური პრინციპით შერჩეული სამი კანდიდატის გარდა არავის მხარს არ უჭერენ. ჩვენი მხრიდან, არცერთი არ იყო კლანური პრინციპით შერჩეული. არც პირდაპირი და არც ირიბი მონაწილეობა არ მიგვიღია არც მათ შერჩევაში და არც არაფერში, ბოლოს ეს პროცესი 5 კანდიდატამდე დაიფილტრა. რაც შეეხება მათ 3 კანდიდატს - ერთ-ერთმა, იმდენად არაკომპეტენტურია, ყველამ იცის იურიდიულ საზოგადოებაში მისი კომპეტენციის დონე, ვერც კი გაბედა მან გასაუბრებაზე მოსვლა. ჩვენ გვინდა კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატი ავირჩიოთ. ჩვენ ვუთხარით 5 კანდიდატზე, რომ თუ რომელიმეს მხარს დაუჭერთ ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთთქო, მაგრამ ვერც ამბობენ დავუშვათ X კანდიდატის მიმართ რა პრეტენზია აქვთ. არ აქვთ პრეტენზია, უბრალოდ არ უნდათ, რადგან არ არის კლანური პრინციპით მათი ენჯეოების მიერ შერჩეული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები