27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
კაცს პრეზიდენტი ერქვა, ახლა ამბობს, რომ ისეთი სათუთი ფსიქიკა აქვს, 2 ოთახიან პალატას ვერ უძლებს, სირცხვილია ეს ყველაფერი - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

ეს კაცი, 450 დღე არის ამ სიმულაციის რეჟიმში და მთელი საქართველო არის ამ სიმულაციის მსხვერპლი. ასეთი სათუთი ფსიქიკა აქვს მიხეილ სააკაშვილს, რომ მის ფსიქოლოგიას არ შეუძლია აიტანოს 2 ოთახიანი პალატა ?! ეს ხომ სირცხვილია- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი უყვირის და ლანძღავს სამედიცინო პერსონას. 

"ასეთი სათუთი ფსიქიკა აქვს მიხეილ სააკაშვილს, რომ მის ფსიქოლოგიას არ შეუძლია აიტანოს 2 ოთახიანი პალატა ?! ეს ხომ სირცხვილია. კაცს პრეზიდენტი ერქვა და ახლა ამბობს, რომ ასეთი სათუთი ფსიქიკა აქვს, რომ ოროთახიან პალატას ვერ უძლებს და სირცხვილია ეს ყველაფერი. საზოგადოებას ეუბნებიან ამ ყველაფერს,  9200 პატიმარი საქართველოში და საკნებში არიან დღემდე, ვის აქვს ოროთახიანი პალატა?!  შეუძლია დაუყვიროს, გალანძღოს და ხელები უქნიოს სამედიცინო პერსონალს, რომელ ქვეყანაში გინახავთ ასეთი რაღაც. იქიდან არის ყველანაირი ზრუნვა და ეს ხელ-ფეხს უქნევს, სახეში აყრის საჭმელს, თუ სამედიცინო დანიშნულების ობიექტებს,"-განაცხადა კობახიძემ. 
 
დღის ამბები