27 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
ირაკლი კობახიძის თქმით, ლოკალურ ომის პარტიას წარმოადგენს  "ნაციონალური მოძრაობა" თავისი სატელიტებით, გლობალურ ომის პარტიას კი კონკრეტული ევროპარლამენტარები

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს ლოკალური და გლობალური ომის პარტია.

როგორც ირაკლი კობახიძემ  "ღამის კურიერის ეთერში" განაცხადა, ლოკალურ ომის პარტიაში შედის რადიკალური ოპოზიცია, ხოლო გლობალურ ომის პარტიაში კი ცალკეული ევროპარლამენტარები. 

"ლოკალურის განმარტება ჩემთვის ადვილია, ისიც ადვილია, მაგრამ განმარტებასთან დაკავშირებით არის უხერხულობები. ლოკალურს რაც შეეხება, ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, "ნაცმოძრაობა" თავისი სატელიტებით , იქ არის ვაშაძე, "გირჩი" და ა.შ. ეს არის ლოკალური ომის პარტია, ვინც ემსახურება სწორედ გლობალური ომის პარტიის ინტერესებს.

რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, აქ მე კონკრეტიკაში არ შევალ, მაგრამ გეტყვით ერთ რამეს, რომ არიან კონკრეტული წარმომადგენლები. მაგალითად კონკრეტული ევროპარლამენტარები, კუბილიუსები და ა.შ. ისინი არიან ამ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ ვინ არის და რა არის ეს გლობალური ომის პარტია, ამ კონკრეტიკაში მე შეგნებულად არ შევალ,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

 

დღის ამბები