27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
"რატომაც უნდათ სააკაშვილის თავისუფლება, ეს არის საქართველოში რადიკალიზმის გაზრდა და ხელისფულების ცვლილება, რაც ომში გახვევს ჩვენს ქვეყანას" - ირაკლი კობახიძე

"დღეს სინამდვილეში ვითარება ნაკლებად პოლარიზებულია, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ გვქონდა საპარლამენტო და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები,- ამის შესახებ "ქართული ოცნების"თავმჯდომარემ  "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პოლარიზაციის საკითხი შემცირდა.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რადიკალიზმის საკითხი შემცირებულია და ამას ერთადერთი მიზეზი აქვს - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დასუსტება. 

"ერთადერთი წამალი რადიკალიზმის და პოლარიზაციის შემცირების არის ნაციონალური მოძრაობის დასუსტება. ამის მეტი წამალი უბრალოდ არ არსებობს და როდესაც  საუბარია სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მიზანი ერთია - რადიკალიზმის გაზრდა. ანუ რატომაც უნდათ სააკაშვილის თავისუფლება ეს არის საქართველოში რადიკალიზმის გაზრდა და ხელისფულების ცვლილება, რაც ომში გახვევს ჩვენს ქვეყანას. ეს ასეა გარკვეულწილად შესაძლოა სააკაშვილის გარეთ ყოფნამ ენმ გააძლიეროს, რაც ავტომატურად ნიშნავს რადიკალიზაციის ხარისხის ზრდას. ამიტომ, რაც არუნდა გააგრძელონ ამ ადამინებმა ეს მოწოდებები, ჩვენი ამოცანაა რომ ხელოვნური გზით არ გადაიდგას არცერთი ნაბიჯი სააკაშვილის გასათავისუფლებლად,"- აცხადებს კობახიძე.

დღის ამბები