27 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
"თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში ვითარების არევა, მას შეუძლია ეს სურვილი ჰქონდეს, ჩვენ გავყვებით საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომლის მიზანიც საქართველოში ვითარების არევა არ არის"-ირაკლი კობახიძე

ხედავენ, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად სუსტი. რამდენიმე ნაბიჯით სცადეს აქ ვითარების არევა, ზელენსკის გააწვევინეს საქართველოდან ელჩი, მაშინაც ეგონათ, რომ ამას მოჰყვებოდა მღელვარება, აღშფოთება, მერე კანდიდატის სტატუსი. ასეთი პროცესები მიმდინარეობდა და ახლა ფიქრობენ, რომ ერთადერთი შანსი არის სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნაში,- ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში  წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ  საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. 

"რა მოტივაციით მოქმედებს გვარების დონეზე ამას მე ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ მთელი ამ პიარკამპანიის და ახალი სპეცოპერაციის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს არის ქვეყანაში ვითარების არევა და კიდევ ერთხელ მეორე ფრონტამდე მიდის ეს ყველაფერი.  

ხედავენ, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად სუსტი. რამდენიმე ნაბიჯით სცადეს აქ ვითარების არევა, ზელენსკის გააწვევინეს საქართველოდან ელჩი, მაშინაც ეგონათ, რომ ამას მოჰყვებოდა მღელვარება, აღშფოთება, მერე კანდიდატის სტატუსი. ასეთი პროცესები მიმდინარეობდა და ახლა ფიქრობენ, რომ ერთადერთი შანსი არის სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნაში. ფიქრობენ, რომ მას აქვს საკმარისი რესურსი, ქარიზმა და ა.შ. რომ საკუთარი მხარდამჭერები დაამობილიზოს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ არიოს სიტუაცია, შეცვალოს ხელისუფლება და ამას ბოლომდე მივყავართ მეორე ფრონტამდე, ეს არის გათვლა, მაგრამ არ მგონია, რომ ამის რესურსი ჰქონდეს თუნდაც მას, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სცენარს ვერ გავყვებით. თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში ვითარების არევა, მას შეუძლია სურვილი ჰქონდეს, მაგრამ  ჩვენ გავყვებით საქართველოს მოსახლეობის სურვილის, რომლის მიზანიც არ არსი საქართველოში ვითარების არევა და აქ ომის გაჩაღება. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები