27 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ის ადამიანები, ვისაც საქართველოში უნდათ არეულობა და ომი, არ დაამთავრებენ სააკაშვილზე ლაპარაკს თუ არ დაინახავენ, რომ თავისი რესურსი ამოწურა ამ თემამ - ირაკლი კობახიძე

ყველაფერი გადაწყდება საქართველოში იმის შესაბამისად, რასაც სამართლის უზენაესობა ჰქვია. იმას ითხოვენ პოლიტიკურად, რისი პოლიტიკურად მოთხოვნაც არ შეიძლება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. 

"ქართულ ოცნებას" სამართლებრივადაც კი არ აქვს არავითარი ბერკეტი. ჩვენ როდესაც გვთხოვენ რაღაც ნაბიჯის გადადგმას, ეს აპრიორი უკვე არასწორია, რადგან ჩვენ არავითარი ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ გვაქვს. ეს არის სამართლებრივად მოწესრიგებული. ხელისუფლება ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ გააკეთებს, ამნისტიის კანონიც კი ვერ იქნება მორგებული ერთ ადამიანზე. ამაშია სწორედ საქმე - იმას ითხოვენ პოლიტიკურად, რისი პოლიტიკურად მოთხოვნაც არ შეიძლება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არსებობს გლობალური და ლოკალური ომის პარტია, მათ უნდათ სააკაშვილის გათავისუფლება რთი კონკრეტული მიზეზით - არევა და ომი. აქედან გამომდინარე, ისინი არ დაამტავრებენ ამაზე ლაპარაკს. არასდროს, ის ადამიანები, ვისაც უნდათ საქართველოში არეულობა და ომი, არ დაამთავრებენ სააკაშვილზე ლაპარაკს თუ არ დაინახავენ, რომ თავისი რესურსი ამოწურა ამ თემამაც. 

ჩვენი მხრიდან ვერავითარი პოლიტიკური რეაგირება ვერ იქნება, ამ ადამიანებმა გააგრძელონ საუბარი და იყვნენ. ყველაფერი გადაწყდება საქართველოში იმის შესაბამისად, რასაც სამართლის უზენაესობა ჰქვია, ამის იქით, ჩვენ ბუნებრივია, წასვლას არ ვაპირებთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 

 

 

დღის ამბები