27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
თემურ ჯანაშიამ აღიარებითი ჩვენება მისცა საზოგადოებას,რომ ლორთქიფანიძემ ჩამოიყვანა სააკაშვილი,უკრაინული მხარე გრძნობს მასზე ერთგვარ პასუხისმგებლობას,არც ზელენსკის განცხადებაა გასაკვირი - ირაკლი კობახიძე

"უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო იმ სპეცოპერაციაში ჩართული, რასაც ერქვა სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა, თქვენ იცით, რომ ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, პირდაპირ ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას და გარდა ამისა, სხვა ინფორმაციებც გვაქვს, ვინ რა დონით იყო ჩართული ამაში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პროგნოზები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყებოდა.

პროგნოზი კეთდებოდა რამდენიმე თვით ადრე, როდის დაიწყებოდა ომი უკრაინაში ეს დაახლოებითი თარიღი იყო მოსალოდნელი, აქედან გამომდინარე სააკაშვილი ოქტომბერში, რომ ჩამოვიდა ეს არაფერს ცვლის. საარჩევნო კვლევები მაშინ ჰქონდა ყველას და ყველამ იცოდა, რომ "ქართული ოცნება" ადვილად იგებდა ამ არჩევნებს. ერთი უცნაური რამ იყო, პირველ ტურში "ნაციონალური მოძრაობა" ფულსაც არ ხარჯავდა. ეს უცნაური იყო და ამაზე ვსაუბრობდით კიდეც რატომ ხდებოდა ეს ასე. გათვლა იყო სააკაშვილის ჩამოსვლა -სცენარი იყო ასეთი - სააკაშვილი არჩევნების დღეს სიურპრიზად უნდა გამოსულიყო და მიემართა მხარდამჭერებისთვის, რითაც ჩვენი მხარდამჭერები დაითრგუნებოდნენ.

ამ სპეცოპერაციაში იყვნენ ჩართულები უკრაინული ხელისუფლებიდან - ლორთქიფანიძე უმაღლეს დონეზე იყო აქ ჩართული. ეს აღიარებითი ჩვენება საზოგადოებას ჯანაშიამ მისცა. ნაციონალური  მოძრაობის დეპუტატმა, მან პირდაპირ თქვა, რომ ლორთქიფანიძემ ჩამოიყვანა სააკაშვილი. უკრაინული მხარე გრძნობს სააკაშვილზე ამ ერთგვარ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, არც ზელენსკის განცხადება არ არის გასაკვირი. ჩვენ გვესმის უკრაინელების პასუხისმგებლობა, ჩვენ გვესმის რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა ადამიანზე, რომლის ხელითაც უნდოდათ აქ ყველაფრის არევა, მაგრამ ეს ჩვენთვის მისაღები ვერანაირად ვერ იქნება,"- აცხადებს კობახიძე.

დღის ამბები