27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ლევან ქარუმიძე მაია სანდუს განცხადებაზე : ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე

ლევან ქარუმიძე, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გაკეთებულ მაია სანდუს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც შეშფოთებას გამოხატავდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე წერს, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე.

"ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ აღწევს დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე. საქართველოში ყველა პატიმარს რომ ჰქონოდა ისეთივე პირობები, როგორიც ახლა მიხეილ სააკაშვილს აქვს, ბევრი პოსტსაბჭოთა ოლიგარქი სიამოვნებით მოიხდიდა აქ თავის სასჯელს“, "-წერს ქარუმიძე.

ცნობისთვის: მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ზელენსკის მოწოდებას,რომ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის საშუალება მიეცეს.

"ვნერვიულობ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებიდან გამომდინარე სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გამო"- წერს სანდუ

No description available.

დღის ამბები