27 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
უკრაინის საელჩო - საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახმარების საქმეს შეუერთდა

საქართველოში უკრაინის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახმარების საქმეს შეუერთდა, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში სამრეწველო გენერატორები გაიგზავნა, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას საავადმყოფოების, თბოელექტროსადგურების და ელექტროსადგურების უწყვეტი მუშაობისთვის, სასმელი წყლის სატუმბი დანადგარებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისთვის.

"ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების, მათ შორის მოძმე საქართველოს დახმარებითა და მხარდაჭერით, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში მსოფლიო ბოროტების – რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ. არავითარ ფრთოსან ან ბალისტიკურ რაკეტებს, უპილოტო საფრენ აპარატების დარტყმებს და კამიკაძე თვითმფრინავებს, რომლებსაც ამჟამად თითქმის ყოველდღიურად უშვებენ პუტინის რუსი სამხედრო კრიმინალები საცხოვრებელი შენობების და ელექტროსადგურების მიმართულებით, არ ძალუძს უკრაინის ხალხის დაჩოქება, მხოლოდ გააძლიერებენ ჩვენს ძალისხმევას რუს დამპყრობლებზე სრული და შეუქცევადი გამარჯვებისთვის," - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოდან უკრაინაში 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა.

დღის ამბები