27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
თბილისს კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა დაუბრუნდა- ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტი აღარ აშენდება

თბილისს კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა დაუბრუნდა. ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტი აღარ აშენდება, კომპანიას კი მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ 2 მილიონ 800 ათასი დოლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთი გადაეცემა. ხუთი ჰექტარი ლისის ტბის მიმდებარედ და 4 000 კვ.მ. ფართობის ნაკვეთი კრწანისის ტერიტორიაზე. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად რომელსაც თბილისის მერია აწარმოებდა, დაიკლო საკომპენსაციო თანახმადაც, შპს "ტიფლის დეველოპმენტი" თავდაპირველად 5 მილიონ დოლარზე მეტს ითხოვდა.

7 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის უფლება კი ტიფლის დეველოპმენტმა 2013 წელს იმჟამინდელი მერის გიგი უგულავას გაცემული განსაკუთრებული ნებართვის საფუძველზე მოიპოვა. სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ის მერიამ შეაჩერა. ადგილმონაცვლეობა განხორციელებულია, ახლა კი დედაქალაქის მერია ტერიტორიის დასუფთავებას და იქ რეკრეაციული ზონის მოწყობას გეგმავს.

მიწა თბილისში, რეკრეაციულ ზონაში ბიზნესმენ გოგა ზაქაიძეს ეკუთვნის. ქალაქის მერიასთან მიღწეული შეთანხმებით კი, ინვესტორი ამ ქონების სანაცვლოდ ალტერნატიული მიწის ნაკვეთს მიიღებს.

ბიზნესმენი 2800 კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ 5 ჰექტარს ლისსა და 4 ჰექტარს კრწანისის ტერიტორიაზე მიიღებს.

რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, დღეს მიღწეული შეთანხმება ძალაში საკრებულოს გადაწყვეტილებით უნდა შევიდეს. ნაკვეთის მონაცვლეობის საკითხს ქალაქის თვითმმართველ ორგანოში ორ დღეში, 23 დეკემბერს განიხილავენ.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ადგილზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა მას შემდეგ დაიწყება, რაც თბილისის საკრებულო საკითხს მხარს დაუჭერს.

დღის ამბები