27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ვოლოდიმერ ზელენსკი რამდენიმე საათში ჯო ბაიდენს შეხვდება - რა შეიარაღების მისაღებად ჩავიდა ზელენსკი ვაშინგტონში და ამჯერად რით ემუქრება პუტინი კიევს

ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე საათში ჯო ბაიდენს შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონის მიმართულებით პოლონეთიდან გაფრინდა. შტატებში კიევისთვის 800 მილიონიანი ფინანსური დახმარების და შეიარაღების გადაცემის საკითხები განიხილება. ზელენსკი ამერიკაში, ბახმუტში ფრონტის ხაზზე სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ გაემგზავრა.

საკუთარ ჯარისკაცებთან პირისპირ შეხვედრას მოერიდა ვლადიმერ პუტინი. ოკუპანტი ქვეყნის მეთაური თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, კომფორტულ გარემოში შეხვდა და სიტყვით მიმართა. დასავლეთი, რომელიც რუსეთის შესუსტებას უკრაინის ხელით ცდილობს. საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული სენტიმენტები და დიადი რუსეთის კეთილი ზრახვები - პუტინის მორიგი საჯარო გამოსვლა წინა მიმართვებისგან ფაქტობრივად არ განსხვავდებოდა. აქცენტები კვლავ ბირთვული არსენალის გაძლიერებაზე გამახვილდა. პუტინმა ნაწილობრივ აღიარა რუსი ჯარისკაცების წარუმატებლობა და მათ ახალ შეიარაღებასაც დაჰპირდა.

სარმატი, იგივე "სატანა 2" მეხუთე თაობის ბალისტიკური, კონტინენტთაშორისი რაკეტაა. მისი ჩამოგდება საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის სერიოზული გამოწვევაა. სწორედ მის გამოყენებაზე მიანიშნა დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმაც. .

სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის წინაპირობას კი რუსეთი არ ქმნის. 1 დაღუპული - 6 მძიმედ დაშავებული, მათ შორის მცირეწლოვანი - გასული 24 საათის განმავლობაში, საოკუპაციო ძალამ ხერსონის მიმართულებით ცეცხლი 70-ჯერ გახსნა. ისროდნენ არტილერიიდან, ტანკებიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. სამიზნე მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

ათობით საცხოვრებელი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და საავადმყოფო გახდა სამიზნე დნეპროპეტროვსკის ოლქში. ნიკოპოლსკის რაიონს ე.წ "გრადებით" შეუტიეს. არტილერია გამოიყენეს ოკუპანტებმა კურახოვოში. კრიტიკული დაზიანება მიადგა 2 ხუთსართულიან შენობას. აფეთქდა რამდენიმე ავტომობილი.

კონტრშეტევა აწარმოეს ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა და აგრესორის პოზიციებზე 8 წერტილოვანი იერიში მიიტანეს. ზაპოროჟიეს ოლქში განადგურებულია საბრძოლო მასალის რამდენიმე საცავი, ლიკვიდირებულია ათეულობით ოკუპანტი.

დღის ამბები