"ჩვენი საჰაერო თავდაცვა სანტას და მის ირმებს, ჩვენი ქვეყნის თავზე უსაფრთხოდ ფრენის გარანტიებს აძლევს" - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს.
"ჩვენი ბავშვები ღელავენ, რომ რუსული რაკეტები ჩამოაგდებენ სანტას, რომელიც უკრაინას გადაუფრენს, მაგრამ ჩვენი საჰაერო თავდაცვა მას და მის ირმებს, ჩვენი ქვეყნის თავზე უსაფრთხოდ ფრენის გარანტიებს აძლევს," - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ომის 301-ე დღეს უკრაინაში ვითარება ისევ უკიდურესად დაძაბულია.