27 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე ნიდერლანდების სამეფოში და ხაზი გაუსვა საპარლამენტო კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ნიდერლანდების ფინანსთა და ეკონომიკის ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს პარლამენტს შორის მიმდინარე დაძმობილების პროექტი, რომელიც საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობას ეხება.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს პარლამენტის გეგმები გააცნო და საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაზე ესაუბრა. 

დღის ამბები