27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

დღის ამბები