27 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
უკრაინაში ომის დასრულებისას, უკრაინის გარდა, უსაფრთხოებს გარანტიები რუსეთმაც უნდა მიიღოს - ემანუელ მაკრონი

უკრაინაში ომის დასრულებისას, უკრაინის გარდა, უსაფრთხოებს გარანტიები რუსეთმაც უნდა მიიღოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც ემანუელ მაკრონი ამბობს, უკრაინაში ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საფრანგეთის პრეზიენტი რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე საუბრობს.

მაკრონმა ადრეც თქვა, რომ ომის დასრულების შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის აღდგენა რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემასაც უნდა ივალისწინებდეს.

"მშვიდობა მოითხოვს მოლაპარაკებას, უპირველეს ყოვლისა, გარანტიებს უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ეს ეხება უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე რუსეთისთვის, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი მხარისთვის. ის ხალხი, ვინც ამის მომზადებაზე და ამაზე მუშაობაზე უარს ამბობს, სრულმასშტაბიანი ომის მომხრეა. თუ რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ახალი ომი ევროპის მთელ კონტინენტს მოიცავს,"- აცხადებს მაკრონი.

დღის ამბები